Description
საირმის გორაზე, პრესტიჟულ და მყუდრო უბანში იყიდება 185 კვ.მ. ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ბინა მდებარეობს 5 სართულიანი ახალაშენებული კორპუსის მეორე სართულზე.
ბინა მოიცავს სამ საძინებელს, რომელიც განთავსებულია იზოლირებულ, მყუდრო მხარეს, 65 კვ.მ. მისაღებ ოთახს, სასადილო და სამზარეულო ოთახს, ორ სველ წერტილს და ორ აივანს.
აღნიშნულ ფასში შედის პირველ სართულზე განთავსებული ავტოფარეხი და 10 კვ.მ. სათავსო.
კორპუსს ემსახურება დაცვა, ეზოში არის შლაგბაუმი, არის მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი გარემო.
კორპუსი მდებარეობს წითელ ბაღთან, კორტებთან და ფეხბურთის სტადიონთან. 1 ექსპერიმენტული სკოლა არის კორპუსის გვერდით, ასევე მუსიკის და ხელოვნების სკოლა არის მოპირდაპირედ.
სახლის ფასია 403 000 $ ექვივალენტი ლარში.