ჩვენ ვეძებთ გაყიდვების წარმომადგენელს.
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ნიჭიერი, ორიგინალური და მოტივირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ გაყიდვები.
სამუშაოს აღწერილობა:
- პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება.
- არსებულ კლიენტებთან პროდუქტიული ურთიერთობის შენარჩუნება.
- კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება საკონტაქტო მონაცემებით და დამატებითი ინფორმაციით.
- კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება.
- კლიენტის კითხვებზე სწრაფი და ამომწურავი პასუხის გაცემა.
- კლიენტისათვის საუკეთესო მომსახურების მიწოდება და მათ კმაყოფილებაზე მაქსიმალური ზრუნვა.
- ზარების განხორციელება კომპანიის პროდუქტების შესათავაზებლად.
მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავს სფეროში. (1 წელი ან მეტი)
- აქტიური და მოტივირებული.
- კრეატიული აზროვნების მქონე.
- პრეზენტაციის წარდგენის უნარი. (შემოწმდება ტესტირებით)
- გუნდური მუშაობის უნარი .
- კომერციული ინსტიქტი.
- სწრაფი ადაპტაციის უნარი.
- უცხო-ენები: ქართული და ინგლისური უმაღლეს დონეზე, სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
თუ თვლი, რომ ეს პოზიცია შენთვისაა გთხოვ გადმოგვივზანო შენი CV ფოტოსურათით მითითებულ ელ-ფოსტაზე : info@realtors.ge (თემის სათაურში მიუთითეთ პოზიცია " გაყიდვების წარმომადგენელი")