10 რჩევა მას, ვინც ოცნების სამზარეულოს აპროექტებს

არასწორად დაპროექტებულმა სამზარეულომ შესაძლოა საერთოდ დაგიკარგოთ მომზადების სურვილი. არსებობს ზონები, რომელიც ყველა სამზარეულოს უნდა ჰქონდეს, რათა ის კომფორტული და მყუდრო იყოს, ეს გახლავთ გასარეცხი ზონა, შესანახი და მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულები წერტილები სწორად თუ არის განლაგებული, ჩათვალეთ, რომ თქვენი სამზარეულო იდეალურია.

1. კუთხის სარეცხი ზონა ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი ვარიანტია, რომელსაც უმეტესად ადგილის დაზოგვის მიზნით იყენებენ და გამართლებულიც არის, უბრალოდ არ გირჩევთ ამ შემთხვევაში სარეცხი ზონის თავზე კუთხის კარადის განთავსებას, ეს ცოტა უხერხულობას შეგიქმნით. 

2. ნიჟარის განთავსება ყოველთვის სამზარეულო გარნიტურის 
ცენტრში ჯობია, მის თავზე კი საშრობი დაამონტაჟეთ, ან სულაც - ღია თარო. 

3. თუ ჭურჭლის სარეცხის მანქანის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, გირჩევთ ის ნიჟარის მარჯვნივ დაამონტაჟოთ. 



4. ყოველთვის დაემორჩილეთ სამკუთხედის კანონს. სარეცხის, მოსამზადებელი და შესანახი ზონა ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირში უნდა იყოს. ნიჟარის განთავსება გაზქურასა და მაცივარს შორის ძალიან მოხერხებულია და ლოგიკურიც არის. ვიღებთ პროდუქტს, ვრეცხავთ და ვამზადებთ. 

5. თუ ადგილი ამის საშუალებას იძლევა, ზონებს შორის 60-სმიანი დისტანცია დატოვეთ. მთავარი სამუშაო ზედაპირი ნიჟარასა და გაზქურას შორის დაგეგმეთ.



6. იმისათვის, რომ სადილის კეთების დროს სირბილი არ დაგჭირდეთ, გაითვალისწინეთ და ნაგვის ურნა ნიჟარასთან მოათავსეთ, ჭურჭლის სარეცხი საშუალებებიც იქვე კარადაში შეინახეთ, ასე დაზოგავთ დროსა და ენერგიას. 

7. გამონახეთ სპეციალური ადგილი პროდუქტის გასუფთავებისა და დაფასოებისათვის, ის ურნასთან ახლოს უნდა იყოს. 

8. ძალიან მოსახერხებელი ნაგვის კონტეინერის ქვეშ გამოსაწევი კარადის დამონტაჟება. თქვენ არ დაგჭირდებათ გამოწევა და ნაგვის გადასაყრელად კარადის გაღება.



9. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ონკანზე. ის მაღალი უნდა იყოს. 

10. ასევე ძალიან მოსახერხებელია მოძრავი ონკანი, რომელიც ბოსტნეულისა და ჭურჭლის რეცხვის დროს საქმეს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

წყარო: https://bit.ly/2SzzBwd

ბოლოს ნანახი