როგორ შევარჩიოთ განათება მისაღები ოთახისთვის

ოთახში განათების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად შერჩეულმა ჭაღმა შესაძლოა ინტერიერი გააფუჭოს.

გირჩევთ, როგორ შეარჩიოთ სწორი განათება მისაღები ოთახისთვის. 

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ოთახის ზომა, და ამის მიხედვით განსაზღვროთ განათების სიმძლავრე. 

ჭაღი უნდა იყოს საშუალო ზომის ან მცირე სიდიდის და უნდა დამონტაჟდეს ოთახის შუაგულში, რათა თანაბრად გადაანაწილოს განათება.

მნიშვნელოვანია გაითვალისწონოთ ჭერის სიმაღლე და ამის მიხედვით შეარჩიოთ ჭაღის სიგრძე, ჭაღი არ უნდა იყოს იმდენად დაბლა, რომ მისი განათება თვალს ჭრიდეს.

თუ ოთახს წაგრძელებული ფორმა აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ჭაღი. უკეთესი იქნება თუ ერთნაირ ჭაღებს შეარჩევთ. შესაძლებელია იყოს განსხვავებული, თუმცა სტილით ან მასალით უნდა ესადაგებოდეს ერთმანეთს.

ჭაღის დიზაინი უნდა იყოს შესაბამისობაში ოთახის ინტერიერთან.

ეცადეთ შეიძინოთ ჭაღი, რომელსაც აქვს განათების დასარეგულირებელი სისტემა, ეს ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია საჭირო ატმოსფეროს შესაქმნელად.

წყარო: https://bit.ly/2rKwhPU

ბოლოს ნანახი