როგორ შევქნათ სახლში მაღალი ჭერის ეფექტი

გაითვალისწინეთ ჩვენი სასარგებლო რჩევები იმისთვის, რომ შექმნათ თანამედროვე დიზაინი თქვენს ბინაში.

იმისათვის, რომ სახლში შექმნათ მაღალი ჭერის ეფექტი გირჩევთ: 

დაკიდეთ ფარდები რაც შეიძება მაღლა - ეს სივრცეს ვიზუალურად გაზრდის.

აირჩიეთ დაბალი და ღია ფერის ავეჯი - ჭერამდე დისტანცია იზრდება,ხოლო ღია ფერი მეტად წარმოაჩენს სივრცეს.

კედელზე გამოიყენეთ ზოლებიანი დეკორაცია.

ჩამოკიდეთ სარკეები მაღლა - სარკეები სივრცეს ადიდებს,ხოლო მათ ჩვეულებრივზე მაღლა დაკიდებთ, ეფექტი რამოდენიმეჯერ გაიზრდება.

გამოიყენეთ კონტრასტი - მართალია დიზაინერები დაბალ ავეჯს უწევენ რეკომნდაციას, თუმცა შეგიძლიათ მასთან ერთად მაღალი თაროები გამოიყენოთ, მთავარია სწორად გაანაწილოთ მაღალი და დაბალი ავეჯის კომბინაცია.

წყარო: https://bit.ly/2SCx1lz

ბოლოს ნანახი