განმარტება
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა ვაკეში, ჯანაშვილის ქუჩაზე. ბინა მდებარეობს ახალაშენებულ კორპუსში, ქალაქის პრესტიჟულ ადგილას, წყნარ და მშვიდ უბანში. პირველი სართული მოიცავს, დიდ ჰოლს, მისაღებ ოთახს, 2 სველ წერტილს, კაბინეტს და იზოლირებულ სამზარეულოს. ასევე პირველ სართულზე არის დიდი ვერანდა ულამაზესი ხედით ქალაქზე.
მეორე სართული მოიცავს 3 საძინებელ ოთახს, 2 სველ წერტილს და ჯაკუზის ოთახს. მეორე სართულს გარს ერტყმის დიდი აივანი. ბინაში არის შეყვანილი ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე ჩასმულია ალუმინის კარფანჯარა და რკინის კარი. კორპუსის მშენებლობა არის სრულად დასრულებული, აქვს გარემონტებული ფასადი და სადარბაზო, უზრუნველყოფილია დაცვის სისტემით, დომოფონით და ლიფტით. ბინა არის ნათელი, მყუდრო, კომფორტული და დაცული.