unnamed (15) dscn9340 dscn9341 unnamed (2) dscn9352 dscn9345 dscn9344 dscn9346 dscn9355 dscn9351 dscn9353 dscn9359 dscn9336 dscn9356 dscn9343 unnamed (11) livti
unnamed (15)
dscn9340
dscn9341
unnamed (2)

იყიდება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი

284 050 ₾
საცხოვრებლის ტიპი ბინა, თანამედროვე
მიღება კონსულტაციით
საცხოვრებელი ფართი 123 m²

განმარტება

იყიდება 4 ოთახიანი, უცხოვრებელი ბინა საბურთალოზე, სასწრაფოდ და ძალიან იაფად! მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნაძვნართან, ხედებით თბილისზე. ბინა ახალი გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის, ძვირფასი მასალით: სველი წერტილები და სამზარეულო ესპანური მეტლახ-კაფელით, ხოლო მისაღებში და საძინებლებში დაგებულია გერმანული ხის იატაკი, და იტალიური ცენტრალური გათბობის სისტემა. დარჩენილია მხოლოდ შპალერი და ჭაღები. არასტანდარტული პროექტის ბინა არის გამჭოლი, ნათელი და მზიანი. ყველა ოთახს აქვს ფანჯარა. ახალაშენებული კორპუსი არის ერთსადარბაზოიანი, მხოლოდ რვა მობინადრით, დაცული სადარბაზოთი და ხარისხიანი ლიფტით. ტრანსპორტი, ავტობუსები და სამარშრუტო მანქანები ჩერდება სახლიდან 50-60 მეტრში. ფასი 115 000 დოლარის ექვივალენტი ლარებში

აივანი

ბინას აქვს ორი აივანი. დიდი საძინებლის აივანი არის 1.2 კვ.მ საიდანაც იშლება ლამაზი ხედები თბილისზე და მთებზე. მეორე აივანი არის 2.9 კვ.მ, რომელიც ეკუთვნის საშუალო ზომის საძინებელ ოთახს.

დეტალები

ბინის ფართი არის 123 კვ.მ. რაც მოიცავს დიდ მისაღებ ოთახს (36.8 კვ.მ.), გაერთიანებულ ჰოლს (13.2 კვ.მ.), იზოლირებულ სამზარეულოს (16.9 კვ.მ.), მთავარ საძინებელს (17.1 კვ.მ.) საკუთარი სააბაზანო ოთახით (5 კვ.მ.), საშუალო ზომის საძინებელს (14.3 კვ.მ.), კაბინეტს/საძინებელს (10 კვ.მ.), მეორე სველ წერტილს (4.3 კვ.მ.), საკუჭნაო/სამრეცხაო ოთახს (1.5 კვ.მ.), და ორ აივანს (ჯამში 4.1 კვ.მ.). მისაღები ოთახის და მთავარი საძინებლის ფანჯრები გამოდის აღმოსავლეთ მხარეს. სამხრეთით განლაგებულია მთავარი საძინებლის მეორე ფანჯარა, აგრეთვე მეორე საძინებლის და სამზარეულოს ფანჯრები. მესამე საძინებელი გამოდის დასავლეთით.

მახასიათებლები

შეთავაზება
განცხადების ნომერი 00282
ფასი 284 050 ₾
მიღება კონსულტაციით
ბოლოს განახლებული ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2017 წელი
საკუთრების უფლება კერძო საკუთრება
საკადასტრო კოდი 01 14 05 008.127 01.005
შენობა
საცხოვრებლის ტიპი ბინა, თანამედროვე
სართული მესამე სართული
მშენებლობის ტიპი ახალი უძრავი ქონება
ზედაპირი და შემცველობა
საცხოვრებელი ფართი 123 m²
რუკაზე გადატანა
სართულების რაოდენობა 5
ოთახების რაოდენობა 4 მათ შორის (3 საძინებელი)
გარეთ
ადგილმდებარეობა საცხოვრებელი ტერიტორია
ტყის ტერიტორია
წყნარ ქუჩაზე
Boiler
Combiboiler დიახ
დეტალები
ავტოსადგომების რაოდენობა 1
წყლის გათბობა მიეწოდება ცენტრალიზებულად
გათბობა ცენტრალური გათბობა
აქვს საკაბელო ტელევიზია დიახ
არის ლიფტი დიახ
აქვს ფრანგული აივანი დიახ
აქვს შენახვის ოთახი დიახ

სართულის გეგმები

რუკა

ბოლოს ნანახი