განმარტება
სმარტ კონცეფცია
ქირავდება ბინები ფოთში
ფოთის საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 22 ბინისაგან, რომელთა ფართობი მერყეობს 50კვ.მ.-დან 325კვ.მ-მდე. მათ შორის, არის უმაღლესი კლასის პენტჰაუზები და სავაჭრო ცენტრი შენობის პირველ სართულზე, რომელიც ესაზღვრება გორგასლის ქუჩას.
ფოთის საცხოვრებელი კომპლექსის უნიკალური სტრუქტურა არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს ფორმა და ფუნქცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ცხოვრებისათვის საჭირო ყველა დეტალი და სივრცის ეფექტური გამოყენება.
თავისი უნიკალური სტილით, ხარისხითა და მდებარეობით ფოთის საცხოვრბელი კომპლექსი ქმნის ახალ მიმართულებას ფოთში არსებული კეთილმოწყობილი ბინების სეგმენტში.
პრემიუმ კლასის ბინის სპეციფიკაცია:
ბინა N10 / 53 კვ.მ. / 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
ფანჯრები: ალუმინის ჩარჩო ორმაგი მინა პაკეტით;
გათბობა და კონდინცირება: გათბობის სისტემა ალუმინის რადიატორებითა და თერმოსტატი; კედელზე დამონტაჟებული კონდინციონერი.
განათება და ელ.გაყვანილობა:
ენერგოეფექტური განათება;
იატაკი:
კერამოგრანიტის იატაკი სააბაზანოსა და სამზარეულოში;
სამფენიანი ხის პარკეტი.
დეტალები:
მაღალი ხარისხის მუხის შემოსასვლი რკინის კარი;
მაღალი ხარისხის მუხის შიდა კარები;
თეთრად შეღებილი კედლები და გლუვი, თეთრი ჭერი;
აბაზანა:
ღია კრემისფერი კაფელი, დუშ-კაბინა, სარეცხის მანქანა;
სამზარეულო:
ჩაშენებული სამზარეულო;
ხელოვნური ქვის ზედაპირი;
ჩაშენებული ნიჟარა;
მაღალი ხარისხის სასადილო მაგიდა სკამებით;
No-frost მაცივარი.
მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის ელექტრო ღუმელი; გაზის გამწოვი; გაზის ღუმელი.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა; ყავის აპარატი.
მისაღები ოთახი:
40’’ დიუმიანი პლაზმური ეკრანის ტელევიზორი (SMART-TV);
მაღალი ხარისხის დივანი; ჟურნალის მაგიდა ქვის ზედაპირით; ტელევიზორისთარო; ტორშერი.