აღმოაჩინე ადგილები თბილისის მახლობლად

თუ შვებულება გაქვს ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო

   თბილისის გარშემო ბევრ საინტერესო ადგილს მიაკვლევთ. საგურამო, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და გამწვანებული გარემოთი. აღსანიშნავია ისიც, რომ საგურამოში მდებარეობს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. მუზეუმი ინახავს მწერლის პირად, ოჯახურ და პროფესიულ კუთვნილებებს, ასევე, გამოირჩევა საკუთარი უნიკალური " გურამიშვილის ღვინის სარდაფით", აქ  დააგემოვნებთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოებს და მასტერკლასის მონაწილენი გახდებით თუ როგორ მოამზადოთ ქართული კერძები.

 

 

  ზედაზენი – მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, კერძოდ, ის მოისაზრება მთად მცხეთა-თიანეთის რეგიონში . მთა დაფარულია ხეებით  და ინახავს ულამაზეს ტაძარს, რომელიც დაარსდა მე-6 საუკუნეში  ასურელი ბერის მიერ და სწორედ ამ ბერს მიუძღვის დიდი წვლილი ქრისტიანობის გავრცელებაში.ზედაზენის ტყე მასპინძლობს ტურისტებსა და ადგილობრივებს და სთავაზობს ახალ საპიკნიკე ზონას და პარკს.  სიახლოვე დედაქალაქთან კი საშუალებას იძლევა დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

 

 თბილისი ზღვა ხელოვნული ტბის მეშვეობით გაშენდა თბილისში. ის აერთიანებს როგორც ღია, ასევე, დახურულ საცურაო აუზებს და ითვლება საუკეთესო დასასვენებლ ადგილად ზაფხულის ცხელ დღეებში. მაშასადამე ყველა ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს საკუთარი სურვილიდან გამომდინარე ისარგებლოს აუზით ან ხელოვნურად შექმნილი ტბით. თბილისის ზღვა მიიჩნეევა ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გასარუჯად, გასართობად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

 

  სიონის ტბა,ხელოვნურად შექმნილი წყალსაცავია, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.ულამაზესი ადგილი გარშემორტყმულია მთებითა და ხეებით, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს  დამსვენებლებში.

 

 სიონის მახლობლად, საბადურის ჯადოსნური ტყე მნახველს ელოდება. მსოფლიოს ოც გამორჩეულ და ლამაზ ტყეში შესული საბადური ზამთრის პერიოდში თოვლით იფარება და განსაცვიფრებელი სანახაობა იშლება თვალწინ. ტეროტორია შესანიშნავი ადგილია პიკნიკის მოყვარულთათვის. სუფთა ჰაერი და გარემო კი აუცილებლად შეაყვარებს თავს ნებისმიერს.


 

 

წყარო:https://bit.ly/2MCZqJD 

ბოლოს ნანახი