ფუნიკულიორი

დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის განუყოფელი ნაწილი სწორედ ფუნიკულიორია, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს. დროა გავეცნოთ ფუნიკულიორის კომპლექსს.

 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

    „ფუნიკულიორის“ სამსართულიანი შენობა 1936-38 წლებში აშენდა. ის თბილისის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად ითვლება. მისი რეკონსტრუქცია 2007 წლიდან „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ძალისხმევით განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული ფასადი უცვლელად შენარჩუნდა, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კოკა იგნატოვის ცნობილ პანოს, ხოლო ინტერიერი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოიწყო.

 

 

      ამჟამად კომპლექსი აერთიანებს 4 უმაღლესი ხარისხის კვების ობიექტს: საუკეთესო ქართული ხორცის რესტორანს „ჩელა“, პურ-ფუნთუშეულის კაფე-საკონდიტროს „პური გულიანი“, ლეგენდარულ რესტორანს „ფუნიკულიორი“ და ელეგანტურ წვეულებათა დარბაზს. თითოეული ობიექტი უნიკალურია და გამოირჩევა უგემრიელესი სამზარეულოთი, დახვეწილი ინტერიერითა და შექმნილი ატმოსფეროთი. აქ ნებისმიერი გემოვნების, სურვილების, ასაკისა და შემოსავლის მქონე სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობს. მობრძანდით ოჯახთან ერთად, საქმიან შეხვედრაზე ან უბრალოდ მოწყდით ყოველდღიურ ხმაურს - ჭონქაძის ქუჩიდან ამომავალი საბაგირო 3 წუთში სულ სხვა გარემოში მოგახვედრებთ.

 

წყარო:https://bit.ly/2mDRCIm

ბოლოს ნანახი