იყიდე მარტივად

ნაყიდ ბინას ან სახლს უკან ვეღარ დააბრუნებ მაშინაც კი, თუ ჩეკი შენახული გაქვს!

თუ თქვენ გეგმავთ უძრავი ქონების შეძენას, აუცილებელია ამ პროცესში ჩართოთ რეალტორი. რატომ? უძრავი ქონების ყიდვა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული პიროვნების ცხოვრებაში. ამ დროს დიდ როლს თამაშობს ადამიანის ემოციები, რომელთაც შეიძლება გადაფარონ რეალობის შეგრძნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს გეხმარებოდნენ პროფესიონალები საკუთარი გამოცდილებით და ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის ცოდნით. 

ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში! 

  თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შევადგენთ ძებნის კრიტერიუმებს; 

  გაგიწევთ ფინანსურ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით საბანკო სესხის საუკეთესო პირობების მიღწევაში; 

  მოვიძიებთ თქვენთვის სასურველ ქონებას, ისე რომ თქვენ ამაში არც დროს დაკარგავთ და არც ენერგიას; 

  ჩავატარებთ ქონების დეტალურ ინსპექციას (არქიტექტურული, იურიდიული, ფინანსური და სხვა);  

  წარვმართავთ მოლაპარაკებებს შერჩეული ქონების ფასთან დაკავშირებით, რათა საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ;  

  დაგეხმარებით კონტრაქტის მომზადებაში და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში;   

 

ისიამოვნეთ სიმარტივით!