გთხოვთ, არ დაგვიძახოთ მაკლერები, რადგან ჩვენ რეალტორები ვართ! ამით ხაზი გვსურს გავუსვათ, რომ დროა დაივიწყოთ ყველაფერი, რაც კი გსმენიათ "ძველი დროის მაკლერებზე". ჩვენ გვაქვს ამბიცია დავამკვიდროთ ახალი სიტყვა საქართველოში, დავნერგოთ მომსახურების ჯერ არნახული სტანდარტი უძრავი ქონების სფეროში და ასმაგად გავამარტივოთ ის, რაც ბევრისთვის დღეს ძალიან რთული წარმოსადგენია. 

ბინის ან ოფისის იჯარით აღება არ უნდა იყოს ასეთი რთული, არც სახლის ან მიწის შეძენა უნდა იყოს დაკავშირებული თავის ტკივილთან და არც მაშინ, როდესაც თქვენ გაყიდვას ან გაქირავებას გადაწყვეტთ არც ეს პროცესი უნდა იყოს უსასრულოდ ხანგრძლივი! 

Realtors-ში ჩვენ გვჯერა სიმარტივის და შეგვიძლია კიდეც ამის მიღწევა ჰოლანდიურ უძრავი ქონების ბაზარზე შეძენილი გამოცდილებით! 

          
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ რას ნიშნავს თქვენთვის ჩვეული გარემო: 

  სახლი, სადაც გაიზარდეთ;                                                                                                                                                                                        აგარაკი, სადაც ზაფხულობით ისვენებდით;                                                                                                                                                         ბინა, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეთ;                                                                                                                                             ან ოფისი, სადაც თქვენი ბიზნესი წამოიწყეთ;

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ცვლილებები აუცილებელია და ნაბიჯი წინ გადადგმაა საჭირო! ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ გარემოს ცვლილებას უკავშირდება. როდესაც ყიდულობთ, ქირაობთ ან ყიდით უძრავ ქონებას თქვენთვის ეს პროცესი მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს! 

სწორედ ეს არის ჩვენი მისია! გავამარტივოთ თქვენთვის ნებისმიერი უძრავ ქონების შეძენა/გაყიდვის ან დაქირავება/გაქირავების პროცესი.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალური მომსახურების მაღალ სტანდარტებს!

დაივიწყეთ სხვადასხვა საიტებზე დამღლელი პროცედურები, დაივიწყეთ გაუთავებელი ზარები უაზრო შეკითხვებით, დაივიწყეთ არაფრის მომცემი ვიზიტები, დროა შეცვალოთ მიდგომა და მიიღოთ საუკეთესო შედეგი უმარტივესი გზით!

ჩვენთან ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც გეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში და არ იშურებენ ძალისხმევას მიაღწიონ საუკეთესო შედეგს თქვენი კეთილდღეობისთვის.

 

 

 ისიამოვნეთ სიმარტივით!