მსურს ვიყიდო ან ვიქირავო უძრავი ქონება

ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში!

  თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შევადგენთ ძებნის კრიტერიუმებს;

  გაგიწევთ ფინანსურ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით საბანკო სესხის საუკეთესო პირობების მიღწევაში;

  მოვიძიებთ თქვენთვის სასურველ ქონებას, ისე რომ თქვენ ამაში არც დროს დაკარგავთ და არც ენერგიას;

  ჩავატარებთ ქონების დეტალურ ინსპექციას (არქიტექტურული, იურიდიული, ფინანსური და სხვა);

  წარვმართავთ მოლაპარაკებებს შერჩეული ქონების ფასთან დაკავშირებით, რათა საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ;

  დაგეხმარებით კონტრაქტის მომზადებაში და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში; 

 

ისიამოვნეთ სიმარტივით! 

 

 ყიდვის შემთხვევაში: უძრავი ქონების ღირებულების 1%. 

 *გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რეალტორები არიან მხოლოდ თქვენი წარმომადგენლები და არანაირ გარიგებაში არ იმყოფებიან გამყიდველთან. ორმხრივი აგენტობა ჩვენთვის მიუღებელია! 

ჩვენთან დაკავშირება ძალიან მარტივია და ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს! 

   დაგვირეკეთ: 0322 90 07 77

   მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@realtors.ge

   შეავსეთ განაცხადი საიტზე;

   მოგვწერეთ სოციალურ ქსელში: Realtors.ge

   გვეწვიეთ ოფისში: ფალიაშვილის ქ. 38;   

 

მსურს გავყიდო ან გავაქირავო უძრავი ქონება

პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია უძრავი ქონების გაყიდვის ან გაქირავების პროცესში.  ჩვენ კი ამის ოსტატები ვართ! ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თითოეული ქონების საუკეთესო კუთხით წარმოჩენას;

  გაგიწევთ კონსულტაციას ქონების რეალურ ღირებულებასთან დაკავშირებით; 

  გადავიღებთ საუკეთესო სურათებს და ვიდეოს;

  პირველად საქართველოში გადავიღებთ თქვენი ქონების 360* VR ტურს; 

  შევქმნით უნიკალურ პრეზენტაციებს დეტალური ინფორმაციით ქონების შესახებ; 

  დავგეგმავთ მარკეტინგულ სტრატერიას, რათა შედეგს უმოკლეს დროში მივაღწიოთ; 

  დაგეხმარებით მოლაპარაკებების პროცესში და აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ მყიდველებთან/მოიჯარეებთან;

  დაგეხმარებით კონტრაქტის მომზადებაში და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში; 

ამ ყველაფერს კი გავაკეთებთ თქვენთვის! რადგან გაყიდვა ან გაქირავება არ უნდა იყოს თავის ტკივილი!

 

ისიამოვნეთ სიმარტივით! 

ჩვენთვის ბროკერობა ხელოვნებაა!

ძალიან გვწყდება გული თუ ვიზიტზე მისულს, სახლში/ბინაში აურზაურს გვახვედრებენ.  ჩვენ ასე მუშაობა არ გვიყვარს! 

საუკეთესო შედეგის მისაღწევად გვსურს რამდენიმე რჩევა მოგცეთ: 

  მოიძიეთ აზომვითი ნახაზი (არსებობის შემთხვევაში) და ამონაწერი რეესტრიდან; 

  დარწმუნდით, რომ სახლი დალაგებულია და ნივთები მიმოფანტული არ არის გარშემო; 

  შეინახეთ პირადი ნივთები, სურათები. ეს მნახველსაც ხელს უშლის სახლის აღქმაში. 

  მოაწყვეთ აბაზანა ისე, როგორც სასტუმროში დაგხვდებოდათ: მხოლოდ რამდენიმე ატრიბუტი და  დაკეცილი პირსახოცები, სხვა პირადი ჰიგიენის საშუალებები გთხოვთ შეინახოთ;

  შემოიტანეთ ნათელი ფერები სახლში ხილის ან ყვავილების საშუალებით;

 

 დანარჩენი უკვე ჩვენ მოგვანდეთ! 

  გაყიდვის შემთხვევაში: უძრავი ქონების ღირებულების 3%. 

  გაქირავების შემთხვევაში: წლიური იჯარის ღირებულების 1/12 ნაწილი (8.3 %).

ბოლოს ნანახი