განმარტება
იყიდება საკუთარი სახლი სოფელ დიღომში, კერძო სახლების დასახლებაში. უმაღლესი და თანამედროვე ხარისხის რემონტით. სახლი არის 3 სართულიანი, საიდანაც ორი სრული და ერთი ნახევრადსარდაფი. აქვს 10 ოთახი, 3 სველი წერტილი, და 3 საკუჭნაო. ფასი 225 000 $ ექვივალენტი ლარებში
სარდაფის სართული
ნახევრადსარდაფს, რომლის ფანჯრებიც გამოდის გარეთ, აქვს ჩასასვლელი სახლის შიგნიდანაც კიბეებით და ცალკე შესასვლელი ეზოდან და ასევე ცალკე აივანი. აქვს 3 მეტრიანი ჭერი, ბუხარი, დიდი საკუჭნაო, საძინებელი და დიდი საერთო ოთახი. შეიძლება ჩაითვალოს პირველ სართულად.
დეტალები
მთელს სახლში ნებისმიერი პატარა დეტალიც კი არის უმაღლესი ხარისხის, მაგ. ჩეხური კაბელი, გერმანული ტრაპი, „კნაუფის“ მინა-ბამბა და გიფსო, ა.შ. სახლს აქვს დათბუნება, რაც ზამთარში სითბოს ხოლო ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებს. სახურავი არის უმაღლესი ხარისხის. ზოგადად, სახლი არის ძალიან მყარი, რისი შემოწმებაც შეუძლია ნებსიმიერ მშენებლს. იყიდება ავეჯით.
სახლიდან გაგარინის მოედნამდე საშუალოდ 10 წუთია არის საჭირო. არის ფანტასტიური ჰაერი (დიდგორის მთებია ირგვლივ) და სიმყუდროვე. ასევე ნაყოფიერი მიწა.
სახლს აქვს 400 კვ.მ. ეზო წინ და 600 კვ.მ. უკან.