განმარტება
იცხოვრეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ულამაზესი ხედებით და თანაც, თბილისის ცენტრალურ, პრესტიჟულ უბანში. კომპანია ბრიქსი გთავაზობთ ბინებს ახალ აშენებულ, თანამედროვე დიზაინის, მაღალი ხარისხის მასალით აშენებულ 6 სართულიან კორპუსში. ვერანდიანი ბინებიდან იშლება პანორამული ხედები მთელ ქალაქზე.
ბინის ფასია 63 000$ ექვივალენტი ლარში.
დეტალები
კორპუსი მდებარეობს წყნარ ქუჩაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - თქვენ არ შეგაწუხებთ ხმაური და გამონაბოლქვი. მშენებლობა სრულდება 2015 წლის გაზაფხულზე. ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. სურვილისამებრ, შესაძლებელია ჩაბარდეს გარემონტებული. 6 სართულიანი შენობის პირველ სართულზე განლაგებულია საოფისე ფართი, 2-4 სართულებზე სტანდარტული ბინები (სართულზე 2 ბინა), ხოლო მ-5 და მე-6 სართულებზე დუპლექსის ტიპის ორი ბინა. ყველა ბინას გააჩნია საკუთარი პარკინგი ეზოში, რომელიც განლაგებულია 3 დონეზე. შენობის წინა მხარეს არის გამოყოფილი პარკინგი სტუმრებისთვის.